Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესისა“ და სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ” დეკანის 2019 წლის 26 ივნისის №31/29–01 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე


Order N:: 29/29-01 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№29/29-01

02.12.2021წ.

ქ. თბილისი

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესისა“ და სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ” დეკანის 2019 წლის 26 ივნისის №31/29–01 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესისა“ და სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ” თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 26 ივნისის №31/29–01 ბრძანებაში (შემდგომში - ბრძანება) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესის“ (შემდგომში -წესი) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასება

1. სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით:

ა) აკადემიური მოსწრება - ფასდება 90 ქულით, რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 30 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება - ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით დანართი №1-ის

შესაბამისად (ჩაითვლება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები. წინა სემესტრის პერიოდში იგულისხმება სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებიდან მომდევნო სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებამდე პერიოდი).

გ) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა - ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით დანართი №2-ის შესაბამისად (ჩაითვლება წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები.  წინა სემესტრის პერიოდში იგულისხმება სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებიდან მომდევნო სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებამდე პერიოდი).“

2.  თუ კონკურსანტი სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა ან/და სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა თანამონაწილეობით, მისანიჭებელი ქულა გაიყოფა ყველა თანამონაწილის რაოდენობაზე.

3. თუ   სამეცნიერო   კონფერენციაში   მონაწილეობის   შედეგად   სტუდენტის   ნაშრომი გამოქვეყნდა, სტუდენტს მიენიჭება ქულა მხოლოდ იმ კატეგორიის (კონფერენციაში მონაწილეობდა ან ნაშრომის გამოქვეყნება) მიხედვით, რომელიც უფრო მაღალი ქულის მინიჭებას ითვალისწინებს.

4. იდენტური თემით სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობა ან იდენტური ნაშრომის გამოქვეყნება განმეორებით სხვა გამოცემაში დამატებით არ შეფასდება.“

ბ) ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი N1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

სამეცნიერო ნაშრომების პუბლიკაციების ჩამონათვალი მისანიჭებელი ქულა
1 ქართულ გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები
1.1 მ.შ.რეფერირებადი ჟურნალი 1
1.2 სამეცნიერო ნაშრომების კრებული (მ.შ. კონფერენცია) 1
2 უცხოეთში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები
2.1 მ.შ.რეფერირებადი ჟურნალი 2
2.2 სამეცნიერო ნაშრომების კრებული (უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მიერ გამოცემული მ.შ. კონფერენციის შრომების კრებული) 1

გ) ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი N2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი№2

სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციების ჩამონათვალი

მისანიჭებელი ქულა
1.

თსუ-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

1.1. საუნივერსიტეტო/საფაკულტეტო კონფერენციაში მონაწილეობა 1.5
1.2. საუნივერსიტეტო/საფაკულტეტო კონფერენციაში გამარჯვება:
 

1 ადგილი  - 3 ქულა

2 ადგილი  - 2.5 ქულა

3 ადგილი  2 ქულა

 
1.3. საკათედრო კონფერენციაში მონაწილეობა, გამარჯვება 1.5
2. საქართველოში, თსუ-ის გარეთ ჩატარებული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - მონაწილეობა, გამარჯვება 0.5
3. უცხოეთში ჩატარებული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - მონაწილეობა, გამარჯვება 2
4. თსუ-ში სტუდენტური პროექტების ფარგლებში ან სტუდენტების მიერ ორგანიზებული კონფერენცია  
4.1 მონაწილეობა 0.5
4.2 საპრიზო ადგილი 0.75
4.3 1 ადგილი 1

“დ) ბრძანების  მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ნინო მუხურაძე - ეკონომიკის  საერთაშორისო  სკოლის აკადემიური საქმეთა მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი           გიორგი ღაღანიძე